მაიკლ დიქსონმა ეროვნულ ნაკრებთან ივარჯიშა

მაიკლ დიქსონმა ეროვნულ ნაკრებთან ივარჯიშა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ვენის მულტიფუნქციურ ცენტრ “შვეხარტში” საღამოს ვარჯიში ადგილობრივი დროით 18:00 საათზე დაიწყო და საათნახევარი ივარჯიშა. გუნდში მიმდინარე შეკრებისას პირველად ივარჯიშა მაიკლ დიქსონმა, რომელიც ნაკრებს დღეს, დილას შეუერთდა და საღამომდე სასტრუმროში ისვენებდა.

დიქსონმა თურქეთის ჩემპიონატში გუშინ ითამაშა და მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა, ხოლო იმავე საღამოს სტამბოლიდან ვენაში ჩამოვიდა. ილიას ზუროსმა ამერიკელ ლეგიონერს ის კომბინაციები გაათამაშებინა, რაც მაიკლისთვის ნაკრებიდან კარგადაა ცნობილი. მიუხედვად გადატვირთული რეჟიმისა, დიქსონი საკმაოდ კარგ ფორმაშია და საბრძოლოდაა განწყობილი.