მაკა კუპატაძემ ევროპის ქალთა ჩემპიონატის ბრინაჯაოს მედლებისთვის მატჩი იმსაჯა

მაკა კუპატაძემ ევროპის ქალთა ჩემპიონატის ბრინაჯაოს მედლებისთვის მატჩი იმსაჯა

ევროსაბიელზე დიდი დაფასება ხვდა წილად ქართველ არბიტრს. მაკა კუპატაძემ ევროპის ქალთა ჩემპიონატის მე-3 ადგილისთვის მატჩი იმსაჯა. კონტინენტის პირველობა 30 ივნისს დასრულდა. ფინალში ესპანეთმა 70:69 დაამარცხა საფრანგეთი, მესამე ადგილისთვის მატჩში კი, რომელსაც ქართველი არბიტრი მსაჯობდა, თურქეთმა სერბეთს 92:71 აჯობა.
 
კუპატაძეს აქამდე არაერთი ფინალი და პლეი ოფის მატჩი უმსაჯია, ოღონდ ასაკობრივ ჩემპიონატებში. ასეთი მაღალი დონისა და მნიშვნელობის შეხვედრა ქართველ მანდილოსან არბიტრს არასდროს უმსაჯია. მე-3 ადგილისთვის მატჩამდე  მაკამ ევროპის ჩემპიონატზე 6 შეხვედრაში იმსაჯა და მათში გამოჩენილი პრინციპულობის გამო დანიშნეს იგი „ბრინჯაოს მატჩის“ არბიტრად. 
კუპატაძესთან ერთად მე-3 ადგილისთვის მატჩი ევროლიგის მოწინავე არბიტრებმა – ესპანელმა ანა კარდუსმა და პორტუგალიელმა სერჟიო სილვამ იმსაჯეს. აღნიშნულ ბრიგადაში შემავალმა მსაჯებმა ისეთივე წარმატებით გაართვეს თავი დაკისრებულ მოვალეობებს, როგორც მანამდელ მატჩებში.