მაკაბიმ შერმადინის გარეშე მოიგო

მაკაბიმ შერმადინის გარეშე მოიგო

ისრაელის ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩი გამართა თელ ავივის „მაკაბიმ“, რომლის შემადგენლობაშიც გიორგი შერმადინი ვერ ვიხილეთ. პირველად მოხდა, რომ ქართველი ფორვარდი განაცხადში განაცხადში არა ტრავმის, არამედ გუნდის ხელმძღვანელთა გადაწყვეტილების გამო ვერ მოხვდა.
 
ბოლო დროს პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „მაკაბის“ ხელმძღვანელობას შერმადინის სხვა გუნდში გაშვება სურს. როგორ და სად გაგრძელდება შერმადინის კარიერა, უახლოეს პერიოდში გაირკვევა.  რაც შეეხება მატჩს, „მაკაბიმ“ იოლად მოიგო. თელავიველებმა აშდოდის „მაკაბი“ 104:72 გაანადგურეს და კვლავ პირველ ადგილზე არიან.