ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგაში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ესპანურმა “მურსიამ”, რომლის ღირსებასაც საქართველოს ეროვნული ნაკრების 2 წევრი – რატი ანდრონიკაშვილი იცავენ. “ბილბაოსთან” მატჩში ორივე მათგანმა ითამაშა და გამარჯვებაშიც საკუთარი წვლილი შეიტანა.
შეხვედრა მურსიელებმა 18 ქულის სხვაობით – 90:72 მოიგეს და ჩემპიონთა ლიგის მეორე ჯგუფურ ეტაპზე მოგებ-წაგებები გაითანაბრეს: 1:1. საბოლოოდ, მაკფადენმა მურსიას გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა, მან არასრულ 21 წუთში გუნდს 17 ქულა მოუტანა (3 სამქულიანი ჩააგდო). თადის ანგარიშზეა 4 პასი და 1 მოხსნა, მაგრამ 4 დაკარგვაც. 4 წუთზე ოდნავ მეტი ითამაშა ანდრონიკაშვილმა – მან 2 ქულა, 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა.
შეგახსენებთ, რომ ამავე ჯგუფში ასპარეზობს გიორგი შერმადინის “ტენერიფე”, რომელმაც პირველ ტურში სწორედ მურსიას მოუგო. 1-ელ თებერვალს ტენერიფელები თურქულ დარუშაფაკას ეთამაშებიან, ხოლო 7 თებერვალს სტამბოლს სათამაშოდ მაკფადენისა და ანდრონიკაშვილის მურსია ესტუმრება.