მაკფადენის 19 ქულა, MVP-ის ტიტული და მორიგი გამარჯვება ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგაში

მაკფადენის 19 ქულა, MVP-ის ტიტული და მორიგი გამარჯვება ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგაში

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელი, თად მაკფადენი წარმატებულ სეზონს აგრძელებს. მისი წინამძღოლობით ესპანური ტენერიფეს “იბეროსტარმა” ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგაში მორიგი, ზედიზედ მე-6 გამარჯვება მოიპოვა და ჯგუფის დაუმარცხებელი ლიდერია. ტენერიფელებმა ამჯერად ჩეხეთში – “ოპავას” 92:70 სძლიეს.

მაკფადენი სათადარიგო იყო, თუმცა ამას მისთვის ხელი არ შეუშლია, მატჩის საუკეთესო გამხდარიყო. საქართველოს ნაკრების წევრმა 22:30 წუთში 19 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა. მაკფადენმა 8-დან 4 ორქულიანი, 4-დან 3 სამქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო გამოიყენა, ბურთი ერთხელ დაკარგა და 1 პერსონალური ფოლი მიიღო. ამგვარად, მაკფადენი მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა და სარგებლიანობის კოეფიციენტიც (20) ყველაზე მაღალი ჰქონდა.

ჯგუფის მორიგ შეხვედრას “იბეროსტარი” 21 ნოემბერს, შინ, “ბერძნულ პაოკ-თან გამართავს.