მაკფადენის 25 ქულა და მურსიას გამარჯვება უნიკახასთან

თად მაკფადენის მორიგი დასამახსოვრებელი მატჩი ესპანეთის ჩემპიონატში. საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა ამერიკელმა კალათბურთელმა თავის კლუბ მურსიას მორიგ ტურში უშუალო კონკურენტი, მალაგის უნიკახა დაამარცხებინა. შეხვედრა დაძაბული გამოდგა და მასპინძელი მურსიელების გამარჯვებით – 85:80 დასრულდა. 

მაკფადენი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 27:31 წუთში 24 ქულა, 2 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. თადმა 5-დან 2 ორქულიანი, 10-დან 5 სამქულიანი და 5-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ. 

მაკფადენის სარგებლიანობის კოეფიციენტი 23-ს გაუტოლდა და ის მასპინძელთა რიგებში მხოლოდ ამერიკელ ტრევის ტრაისს ჩამორჩა, რომელმაც 19 წუთში 21 ქულა ჩააგდო.