მაკფადენის 9 სამქულიანი და 6 ჩაჭრა 18 წუთში

მაკფადენის 9 სამქულიანი და 6 ჩაჭრა 18 წუთში

თად მაკფადენის დიდებული შედეგი, რომელიც მან ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში დააფიქსირა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ამერიკელმა უკანახაზელმა, რომელიც ესპანური “მურსიას” ღირსებას იცავს, თავის წინა კლუბ ბურგოსს 18 წუთში 9 სამქულიანი ჩაუგდო. მაკფადენი ამას არ დასჯერდა და ისე, ბურთი რომ არ დაუკარგავს, 6 ჩაჭრა მიითვალა.

მაკფადენის გუნდი ბურგოსს სტუმრად ეთამაშა და 102:84 დაამარცხა, საქართველოს მოქალაქეობის მქონე უკანახაზელმა კი 18:32 წუთში 29 ქულა, 6 ჩაჭრა, 4 პასი და 2 მოხსნა დააგროვა. თადმა 13 ცდიდან 9 სამქულიანი და 4-დან 1 ორიანი ჩააგდო. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა 34 შეადგინა და მაკფადენი მე-13 ტურის საუკეთესო მოთამაშის პრიზის მოგების უმთავრესი კანდიდატია.

8 მოგებითა და 5 მარცხით მურსიელები ცხრილში საპატიო მე-5 ადგილზე არიან.