მაკფადენის ტენერიფემ ვალენსია გაანადგურა

მაკფადენის ტენერიფემ ვალენსია გაანადგურა

ესპანურ ლიგასი წარმატებით ასპარეზობას განაგრძობს “ტენერიფე იბეროსტარი”, რომლის ღირსებასაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი უკანახაზელი, თად მაკფადენი იცავს.

ტენერიფელებმა ლიგა ენდესას 2016-17 წლების სეზონის ჩემპიონი “ვალენსია” 100:66 გაანადგურეს, მაკფადენი კი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 15:57 წუთში 10 ქულა, 1 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა.
მაკფადენმა 4-დან 2 სამქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.

“იბეროსტარ ტენერიფემ” 6 მოგება და 3 მარცხი მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 25 ნოემბერს, სტუმრად, “სან პაბლო ბურგოსთან” გამართავს.