თად მაკფადენის “მურსია” ამ სეზონში ესპანეთის ჩემპიონატთან ერთად ჩემპიონთა ლიგაშიც გამოვა. ფიბა-ს ტურნირებს შორის ამ ყველაზე პრესტიჟულ გათამაშებაში მურსიელები წარმატებით ჩაერთნენ. მაკფადენის გუნდმა თურქულ “თოფაშს” უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში – 75:72 დაამარცხა. მაკფადენი მატჩის გმირი გახდა, რომელმაც ბოლო მეოთხედში 10 ქულა.
მაკფადენი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 26:11 წუთში 6-დან 2 სამქულიანი და 7-ვე საჯარიმო ჩააგდო, 2 ორქულიანი ააცილა, აქტივში 1 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრაც ჰქონდა, პასივში კი – 1 დაკარგვა. მურსიელთა მხირიდან 16 ქულით საუკეთესო ჯორდან დევისი იყო, ბასკონიაში თორნიკე შენგელიას ყოფილმა თანაგუნდელმა ილიმანე დიოპმა კი 13 ქულას 6 მოხსნა წაამატა.
მაკფადენის კლუბი ჩემპიონთა ლიგის A ჯგუფშია და მეტოქეებად სტრასბურგი და სომბათჰეი ჰყავს. მურსია მომდევნო შეხვედრას სწორედ უნგრეთში ჩაატარებს 12 ოქტომბერს, მანამდე კი (9-ში), ესპანეთის ჩემპიონატში ძალებს გრანადასთან მოსინჯავს.