მამუკელაშილის 13 ქულა, 5 მოხსნა და 3 პასი ბოსტონ გარდენში წაგებულ შეხვედრაში

მამუკელაშილის 13 ქულა, 5 მოხსნა და 3 პასი ბოსტონ გარდენში წაგებულ შეხვედრაში

მამუკალაშვილის კიდევ ერთი შედეგიანი მატჩი ნბა-ში, სან ანტონიოს მაისურით. ქართველ კალათბურთელს სასტარტო ხუთეულში თამაში მონაცვლეობით უწევს. წინა შეხვედრაში ის სასტარტოში იყო, ამჯერად სათადარიგო, თუმცა ამჯერად შედარებით ნაკლებ დროში მეტად შედეგიანი იყო.

მამუკელაშვილის გუნდი ბოსტონ სელტიკსს ესტუმრა და დიდი სხვაობით – 93:137 დამარცხდა. სანდრო მატჩში სათადარიგოთა სკამიდან, პირველივე მეოთხედში ჩაერთო და 22 წუთში 13 ქულა, 5 მოხსნა და 3 პასი მოაგროვა. 6-დან 4 ორქულიანი, 4-დან 1 სამიანი, 3-დან 2 საჯარიმო – ასეთი იყო მისი სროლის სიზუსტე. „ბოსტონის“ გამარჯვება კი უმთავრესად ჯეილენ ბრაუნის კარგმა თამაშმა განაპირობა, რომელმაც 41 ქულა ჩააგდო.

„სან ანტონიოს“ 19 მოგება აქვს და დასავლეთის კონფერენციაში ბოლოსწინა მე-14 ადგილზეა.

საპლეიოფო ზონაში მოსახვედრად იბრძვის გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“. ფლორიდელებმა ზედიზედ მესამე მატჩი მოიგეს. ამჯერად შინ, „ბრუკლინ ნეთსი“ დაამარცხეს – 119:106. ბითაძე სათადარიგო იყო, 6 წუთი ითამაშა და 2 ქულა ჩააგდო. „ორლანდოს“ 33 მოგება აქვს და სამი გამარჯვებით ჩამორჩება საპლეიოფო ზონაში მყოფ, მეათეადგილოსან „ჩიკაგო ბულსს“.