მამუკელაშვილის 13 ქულა შარლოტთან

მამუკელაშვილის 13 ქულა შარლოტთან

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი მატჩები გამართეს სანდრო მამუკელაშვილისა და გოგა ბითაძის გუნდებმა. „სან ანტონიო სპურსმა“, რომელშიც მამუკელაშვილი გამოდის „შარლოტ ჰორნეტსს“ უმასპინძლა და ქულაუხვ მატჩში 134:145 დამარცხდა. ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ „მინესოტასთან“ სტუმრად დათმო – 111:118.

„შარლოტთან“ მატჩი მამუსთვის ამ სეზონში ერთ-ერთი გამორჩეული იყო. მისი სტატისტიკა: 17 წუთი, 13 ქულა (7/3 სამქულიანი, 5/2 ორქულიანი), 3 მოხსნა, 2 ჩაჭრა, 2 დაფარება, 1 პასი.

„ორლანდოს“ მწვრთნელმა ბითაძე „მინესოტასთან“ მხოლოდ 6 წუთი ათამაშა. ამ დროში ქართველმა თითო მოხსნა-პასი-ჩაჭრა-დაფარება მოასწრო.

„მეჯიქი“ მომდევნო მატჩს 16 მარტს სტუმრად კლივლენდში გამართავს, ხოლო „სპურსი“ ასევე 16-ში „ნიუ ორლეანსს“ უმასპინძლებს.