სანდრო მამუკელაშვილის მორიგი შედეგიანი მატჩი ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში. „სან ანტონიო“ საკუთარ მოედანზე „იუტა ჯაზის“ წინააღმდეგ 117-128 დამარცხდა., ქართველი ფორვარდი ტეხასელთაგანნერთ-ერტი საუკეთესო იყო. “მამუ” სათადარიგო იყო, მოედანზე პირველი მეოთხედის მეექვსე წუთზე გამოჩნდა და მთლიანობაში 28 წუთი ითამაშა.
მამუკელაშვილმა 17 ქულა, 8 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა დააგროვა, ხოლო ბურთი სამჯერ დაკარგა. სანდრომ 14 ნასროლიდან 7 ბურთის ჩაგდება მოახერხა. სანდრომ 7 სამქულიანიდან 2 ჩააგდო, ხოლო 8 ორგანოდან 5 მიითვალა.
მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე „იუტას“ კალათბურთელი ჰალენ ჰორტონ-ტაკერი იყო, რომელმაც 41 ქულას მოუყარა თავი. „სან ანტონიოს“ მხირიდან საუკეთესო მაჩვენებელი მალაკი ბრანამიმ დააფიქსირა – 21 ქულა.
უკვე გადაწყვეტილია, რომ გრეგ პოპოვიჩის გუნდი NBA-ს პლეი ოფში ვეღარ გავა. ამ მომენტისთვის ტეხასელებს 19 გამარჯვება და 57 მარცხი აქვთ, დასავლეთ კონფერენციაში კი მე-14 ადგილს იკავებენ.
მომდევნო მატჩს „სან ანტონიო“ სტუმრად „გოლდენ სტეიტის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.