მამუკელაშვილის 2-ში 2 სამქულიანი და16-წუთიანი დებიუტი სან ანტონიოში

მამუკელაშვილის 2-ში 2 სამქულიანი და16-წუთიანი დებიუტი სან ანტონიოში

კონტრაქტის გაფორმებიდან მეორე დღეს სან ანტონიოში სანდრო მამუკელაშვილის დებიუტი შედგა. ლეგენდარული მწვრთნელის, გრეგ პოპოვიჩის გაწვრთნილმა სან ანტონიომ დასავლეთ კონფერენციის აუტსაიდერ ჰიუსტონ როკეტსს უმასპინძლა და 110:122 წააგო. ამ შეხვედრაში მამუკელაშვილმა არასრული 16 წუთი ითამაშა და მოედანი 6 ქულით ისე დატოვა, რომ ბურთი არ აუცილებია.

მამუკელაშვილი სათადარიგო იყო და მოედანზე მეორე პერიოდის მე-3 წუთზე გამოჩნდა. მან ჯულიან შემპეინი შეცვალა და 5 წუთი თამაშის შემდეგ ის რომეო ლენგფორდმა შეცვალა. მთლიანობაში, მეორე, მესამე და ბოლო პერიოდებში მამუკელაშვილმა 16 წუთი ითამაშა და 2 ცდიდან ორივე სამქულიანი ჩააგდო, სხვა ღირებულების სროლა მას არ განუხორციელებია. 

მთლიანობაში სანდრომ 16 წუთში 6 ქულა და 2 მოხსნა მიითვალა. სანდრო 3-ჯერ დაჯარიმდა და ბურთი ერთხელ დაკარგა. სათადარიგოთაგან ქართველზე მეტი ბლეიკ ვესლიმ (23 წუთი) და ჩარლზ ბასიმ (19) ითამაშეს. სან ანტონიოში საუკეთესო შედეგი დევონტე გრეჰემს ჰქონდა, რომელმაც 28 ქულა და 4 პასი მიითვალა. 

16 მოგებითა და 48 მარცხით სან ანტონიო დასავლეთ კონფერენციაში ბოლოსწინა, მე-14 ადგილზეა. მომდევნო მატჩს ტეხასელები კვლავ როკეტსთან, ამჯერად ჰიუსტონში, 6 მარტს გამართავენ.