მილუოკი ბაქსის ქართველი ფორვარდი სანდრო მამუკელაშვილი ნბა-ს განვითარების ლიგაში აქტიურობს. ნბა-ს მოქმედ ჩემპიონს სანდრო მის ფარმ-კლუბ “ვისკონსინ ჰერდში” ჰყავს დროებით განათხოვრებული, სადაც ის ბრწყინვალედ ასპარეზობს. ორმაგი დუბლის (24 ქულა, 10 მოხსნა) შემდეგ მამუკელაშვილმა მორიგი მძლავრი შედეგი აჩვენა. მისმა ვისკონსინ ჰერდმა ლეიქლენდ მეიჯიქთან 109:110 წააგო, მამუკელაშვილმა კი წინა შეხვედრაში დაფიქსირებული შედეგი 4 ქულით გააუმჯობესა.
სანდრომ მოედანზე 33 წუთი გაატარა, რა დროშიც 28 ქულა, 6 მოხსნა და 3 პასი დააგროვა. საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა 3 ორქულიანი, 8-დან 6 სამქულიანი, 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. სანდროს მისმა ნიგერიელმა თანაგუნდელმა ჯორდან ნვორამ გაუსწრო, რომელმაც 32 ქულა დააგროვა. აღსანიშნავია, რომ სანდრომ 28-დან 16 ქულა ბოლო მეოთხედში ჩააგდო.
ვისკონსინ ჰერდი ამ დროისთვის აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზეა. მათი მომდევნო მეტოქე სქაიჰოუქსი იქნება.