საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

მამუკელაშვილის 6 ქულა, 10 მოხსნა და გამარჯვება “კრეიტონთან”

მამუკელაშვილის 6 ქულა, 10 მოხსნა და გამარჯვება “კრეიტონთან”

სანდრო მამუკელაშვილის “სეტონ ჰოლმა” ამერიკის სტუდენტური ლიგის Big East-ის კონფერენციაში გამარჯვება იზეიმა, ქართველ ფორვარდს კი ორმაგ დუბლამდე 4 ქულა დააკლდა. სეტონჰოლელებმა “კრეიტონს” უმასპინძლეს და დაძაბულ ბრძოლაში – 63:58 დაამარცხეს.

მამუკელაშვილი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 31 წუთში 6 ქულა, 10 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მიითვალა. სანდრომ 3-დან 1 ორქულიანი, 4-დან 1 სამიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო. ქართველ ფორვარდს ჯარიმა არ მიუღია და ბურთი ერთხელ დაკარგა. გამარჯვებულებს 22 ქულით მაილს პოუელმა ულიდერა.

5 მოგებითა და 6 მარცხით “სეტონ ჰოლი”  Big East-ის კონფერენციაში 3-7 ადგილებს იყოფს. დიახ, 10-გუნდიან კონფერენციაში მოგებ-წაგებების ესეთი თანაფარდობა 5 გუნდს აქვს – ბატლერს, სენტ ჯონსს, დეპოლს, ჯორჯთაუნს და სეტონ ჰოლს. შემდეგი მატჩი მამუკელაშვილის გუნდს “ჯორჯთაუნთან”, 14 თებერვალს ელის.