რაც შეეხება სტუმართა 22 წლის ქართველ ფორვარდს, მამუკელაშვილი მოედანზე პირველ და ბოლო მეოთხედში გავიდა, ჯამში პარკეტზე 08:54 წუთი დაჰყო, რა დროშიც თავის გუნდს 8 ქულითა და 4 მოხსნით დაეხმარა. მამუკელაშვილმა უნაკლოდ ისროლა – 2-ჯერ პერიმეტრიდან და 2-ჯერ საჯარიმოდან, კიდევ 2-ჯერ დაჯარიმდა.
მოედანზე საუკეთესო მილუოკი ბაქსის ლიდერი იანის ანტეტოკუნმპო იყო, რომელმაც თამაში 39 ქულითა და 7-7 მოხსნითა და პასით დაარულა. გამარჯვებულთა შორის 25 ქულით კრის მიდლტონი გამოირჩა, ორმაგი დუბლით კი ბობი პორტისი გამოირჩა – 18 ქულა, 14 მოხსნა. ოკლაჰომას 33 ქულით, 14 პასითა და 8 მოხსნით შეი გილჯეს-ალეკსანდერმა ულიდერა.
მილოუკი ბაქსმა ზედიზედ მე-5 თამაში მოიგო და 41-25 მოგება-წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზეა. სანდრო მამუკელაშვილის გუნდი მომდევნო შეხვედრას 10 მარტს, შინ ატლანტა ჰოუკსთან ჩაატარებს.