მამუკელაშვილის ორმაგი დუბლი და დასანანი მარცხი ოვერტაიმში

მამუკელაშვილის ორმაგი დუბლი და დასანანი მარცხი ოვერტაიმში

სანდრო მამუკელაშვილმა ამერიკის სტუდენტური ლიგის კარიერაში მეორე ორმაგი დუბლი შეასრულა. სამწუხაროდ, მისი ქებული გარჯა დამარჯვებით ვერ დაგვირგვინდა. ქართველი ფორვარდის “სეტონ ჰოლმა” ორმაგ ოვერტაიმში – 71:77 წააგო “ჯორჯთტაუნთან”.

მამუკელაშვილი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 41 წუთი გაატარა, რაც მისი კარიერის რეკორდია. სანდრომ 14 ქულა, 11 მოხსნა (5 შეტევაში), 1 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა. ქართველმა ფორვარდმა 8-დან 5 ორქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო გამოიყენა, 5 სამქულიანი ააცილა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო.

7 მოგებითა და 9 მარცხით “სეთონ ჰოლი” სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 7 მარტს, ლიდერ “მარკეტთან” ჩაატარებს.