სანდრო მამუკელაშვილის პირველი ორმაგი დუბლი სან ანტონიოში. ტეხასური გუნდის 23 წლის ქართველმა ფორვარდმა ოკლენდში, გლდენ სტეიტის წინააღმდეგ 13 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა. გუნდთან, რომელშიც ზაზა ფაჩულია სამჯერ გახდა ნბა-ს ჩემპიონი, მამუკელაშვილმა გამორჩეულად ითამაშა. შეხვედრა დაძაბული გამოდგა და მასპინძელმა გოლდენ სტეიტმა გამარჯვება ბრძოლაში მოიპოვა – 130:115.
მამუკელაშვილი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 29:13 წუთი გაატარა. ქართველმა ლეგიონერმა 10-დნ 6 ორქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა. სანდრომ ფარზე მაგრად ითამაშა და მოედანზე მყოფთაგან ყველაზე მეტი ბურთი მოხსნა. მის ანგარიშზე ჯამში 13 ქულა, 11 მოხსნა, 4 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება დაგროვდა. სანანტონიოელთაგან ყველაზე მეტი – 22 ქულა კელდონ ჯონსონმა ჩააგდო. გოლდენ სტეიტში 33 ქულით საუკეთესო იყო სტეფ კარი.
მომდევნო მატჩს სან ანტონიო 2 აპრილს, საკრამენტოში, კინგსთან გამართავს.