მამუკელაშვილის სან ანტონიომ პორტლენდს მოუგო, ბითაძის ორლანდო კლივლენდთან დამარცხდა

მამუკელაშვილის სან ანტონიომ პორტლენდს მოუგო, ბითაძის ორლანდო კლივლენდთან დამარცხდა

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი მატჩები გამართეს გოგა ბითაძისა და სანდრო მამუკელაშვილის გუნდებმა. გოგას „ორლანდო“ „კლივლენდს“ ესტუმრა და 94:118 დამარცხდა, ხოლო სანდროს „სან ანტონიო სპურსმა“ ვლადიმერ სტეფანიას ყოფილი გუნდი „პორტლენდი“ მიიღო და 129:127 დაამარცხა.

სპურსისთვის“ ეს ისტორიული შეხვედრა იყო – გუნდმა პირველად ითამაშა ქალაქ ოსტინში (სულ ოთხ შეხვედრას გამართავს), ხოლო 21-ე გამარჯვებით ისტორიული ანტირეკორდი აიცილა თავიდან: 1997 წელს „სან ანტონიომ“ სეზონი 20 გამარჯვებით დაასრულა და იმავე წელს დრაფტზე ტიმ დანკანი აიყვანა.

პორტლენდთან“ მამუკელაშვილმა 21 წუთში 4 ქულა, 7 მოხსნა, 2 ჩაჭრა და თითო პასი-დაფარება მოაგროვა.

რაც შეეხება გოგა ბითაძეს, „კლივლენდთან“ მანაც 21 წუთი ითამაშა და ბურთი შვიდჯერ მოხსნა, რასაც 7 ქულა, 2 დაფარება და 1 პასი მიამატა.

ქართველების გუნდები პლეი ოფში ვერ გადიან. „ორლანდო“ მომდევნო შეხვედრას „ბრუკლინთან“ 8 აპრილს გამართავს, „სან ანტონიო“ „მინესოტასთან“ 9 აპრილს ითამაშებს.