მამუკელაშვილის “სეტონ ჰოლმა” არასაკონფერენციო მატჩები “მერილენდის” ძლევით დაასრულა

მამუკელაშვილის “სეტონ ჰოლმა” არასაკონფერენციო მატჩები “მერილენდის” ძლევით დაასრულა

ამერიკის სტუდენტურ ლიგაში წარმატებული მატჩების სერია 5-ამდე გაზარდა სანდრო მამუკელაშვილის “სეტონ ჰოლმა”. “მეკობრეებმა” ამჯერად საკმაოდ მძლავრ “მერილენდს” სტუმრად სძლიეს – 78:74. ქართველი ფორვარდი ამჯერად შედარებით მოკრძალებული იყო.

მამუკელაშვილი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ  31 წუთში 3 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. 

ქართველმა ლეგიონერმა 2-დან 1 ორქულიანი და 3-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 4 სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.

”სეთონ ჰოლის” გამარჯვებაში ლომის წვლილი მაილს პაუელმა (27) და მაილს კალემ (23) დაიდეს, რომელთაც ჯამში 50 ქულა მოაგროვეს.

ამ მატჩით “სეტონ ჰოლმა” დაასრულა არასაკონფერენციო მატჩები (8 მოგება, 3 წაგება) და 30 დეკემბრიდან Big East-ის ჩემპიონატში ჩაებმება. მამუკელაშვილის გუნდის პირველი მეტოქე ხსენებულ დღეს “სეინთ ჯონსი” იქნება, რომელიც ჯერჯერობით დაუმარცხებელია. Big East-ის კონფერენციაში 10 გუნდია და ისინი ერთმანეთს 2 წრედ, შინ და სტუმრად დაუპირისპირდებიან, რის შემდეგაც საუკეთესოები პლეი ოფში იასპარეზებენ და კონფერენციის ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ.