მამუკელაშვილმა ნბა-ს საზაფხულო ლიგა 20 ქულით, 7 მოხსნით და ბეჟანიშვილის წინააღმდეგ თამაშით დახურა

მამუკელაშვილმა ნბა-ს საზაფხულო ლიგა 20 ქულით, 7 მოხსნით და ბეჟანიშვილის წინააღმდეგ თამაშით დახურა

სანდრო მამუკელაშვილმა ნბა-ს საზაფხულო ლიგაში გაიბრწყინა. “მილუოკი ბაქსის” 22 წლის ქართველი აქამდეც შედეგიანად თამაშობდა და 3 შეხვედრაში 2 დუბლი გაიფორმა, თუმცა გუშინ გამართულ შეხვედრაში თავისი ბომბარდირული თვისებები გამოავლინა და საკუთარი მონაგარი 20 ქულით გამოსახა.

ეს მოხდა “დენვერ ნაგეტსის” წინააღმდეგ მატჩში, რომელიც სანდროს “მილუოკიმ” ბრძოლაში – 87:94 (სტატისტიკა) დათმო. ეს შეხვედრა გამორჩეული იმითაც იყო, რომ ერთმანეთის წინააღმდეგ 2 ქართველი წარსდგა – დენვერის შემადგენლობაში ავსტრიის მოქალაქე გიორგი ბეჟანიშვილი თამაშობს, რომელიც დრაფტზე უგუნდოდ დარჩა და დენვერმა საზაფხულო ლიგის გუნდში აყვანით მას თავის გამოჩენის შანსი მისცა. 

მამუკელაშვილისა და ბეჭანიშვილის გზები მოედანზე გადაიკვეთა. მეორე მეოთხედის ერთ ეპიზოდში მამუკელაშვილის მეურვეობის მიუხედავად 2-ქულიანი ჩააგდო, შემდეგ ცდაზე კი სანდრომ გიორგის დაუფარა.  გიორგი ბეჟანიშვილმა მთლიანობაში 07:16 წუთი ითამაშა. მან დენვერს 2 ქულა შესძინა (4-დან 1 ზუსტი ნასროლი), მის ანგარიშზეა თითო პასი და დაფარებაც.

მამუკელაშვილმა სასტარტო ხუთეულში, 22:04 წუთი ითამაშა, მის ანგარიშზე საზაფხულო ლიგაში რეკორდული 20 ქულა დაგროვდა. მან 4 სამქულიანიდან 3 ჩააგდო. სანდრომ ბურთი 7-ჯერ მოხსნა (3 მეტოქის ფარზე), ერთხელ მეტოქეს დააფარა. მის პასივშია 3 დაკარგვა. სანდრო მილუოკის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

ამით ქართველმა კალათბურთელებმა საზაფხულო ლიგაზე ასპარეზობა დაასრულეს.