მამუკელაშვილმა ნბა-ში პირადსარეკორდო 6 პასი მიითვალა

მამუკელაშვილმა ნბა-ში პირადსარეკორდო 6 პასი მიითვალა

გარკვეული პაუზის შემდეგ სანდრო მამუკელაშვილმა ნბა-ში ითამაშა. ნბა-ს რეგულარული ჩემპიონატის მატჩში მილუოკი ბაქსმა იუტა ჯაზს უმასპინძლა და 123:97 გაანადგურა. ქართველმა ფორვარდმა მილუოკის სათადარიგოთა შორის ყველაზე მეტი – 23 წუთი ითამაშა, რა დროშიც შედეგიან გადაცემებში საკუთარი პირადი რეკორდი დაამყარა. 

მთლიანობაში მამუკელაშვილმა 3 ქულა, 8 მოხსნა (სეზონის საუკეთესო შედეგი) და 6 პასი (კარიერის საუკეთესო შედეგი) მოაგროვა. მან 1 ორქულიანი ააცილა, 1 სამიანი კი ჩააგდო. ანტეტოკუმპოს არყოფნის დროს, გუნდს ბობი პორტისმა (22 ქულა, 14 მოხსნა), ბრუკ ლოპესმა (18 ქულა, 8 მოხსნა, 3 დაფარება) და ჯრუ ჰოლიდეიმ (21 ქულა, 4 მოხსნა, 8 პასი) ულიდერეს. ბაქსის გამთამაშებელს 14000 კარიერული ქულა დაუგროვდა. ჯაზის რიგებში 18-18 ქულა მალიკ ბიზლიმ და ლაური მარკანენმა ჩააგდეს. 

მილუოკ ბაქსი აღმოსავლეთ კონფერენციაში 21 მოგებითა და 8 მარცხით მეორე პოზიციას იკავებს. მამუს გუნდი 20 დეკემბრიდან გასვლით შეხვედრებს იწყებს. იანისი და კომპანია ნიუ ორლეანს, კლივლენდს, ბრუკლინს, ბოსტონსა და ჩიკაგოს ესტუმრებიან.