მამუკელაშვილმა რეგულარული ჩემპიონატი ორმაგი დუბლით დაასრულა

მამუკელაშვილმა რეგულარული ჩემპიონატი ორმაგი დუბლით დაასრულა

სანდრო მამუკელაშვილის სეტონ ჰოლმა ამერიკის სტუდენტური ლიგის Big East-ის კონფერენციის რეგულარული ჩემპიონატი დაასრულა. ბოლო შეხვედრა “მეკობრეებმა”სტუმრად “სენტ ჯონსთან” გამართეს და პირველი ნახევრის 10 ქულით მოგების შემდეგ საბოლოოდ 10 ქულით დამარცხდნენ – 71:81

სეტონ ჰოლის ქართველი ლიდერი კიდევ ერთხელ იყო საუკეთესო, ამჯერად, მხოლოდ თანაგუნდელთა შორის. სანდროს ქულებში, მოხსნებსა და პასებში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა. ქართველმა კალათბურთელმა 38 წუთში 15 ქულა, 10 მოხსნა და 4 პასი მიითვალა და ამგვარად, ორმაგი დუბლიც შეასრულა. მამუკელაშვილმა 9-დან 5 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.

სეტონ ჰოლმა კონფერენცია 10 მოგებითა და 9 მარცხით, მე-5 ადგილზე დაასრულა. Big East-ის კონფერენციის პლეი ოფში 8 საუკეთესო გუნდი მიიღებს მონაწილეობას. მამუკელაშვილის გუნდის მეტოქე მეოთხედფინალში სენტ ჯონსი იქნება, რომელმაც მე-4 ადგილი დაიკავა. შეხვედრა 12 მარტს გაიმართება. Big East-ის კონფერენციის ყველა საპლეიოფო შეხვედრა ნიუ იორკის მედისონ სკვერ გარდენში ჩატარდება.