მამუკელაშვილმა სეზონი 18 ქულითა და დეტროიტის ძლევით დაასრულა

მამუკელაშვილმა სეზონი 18 ქულითა და დეტროიტის ძლევით დაასრულა

ნბა-ს რეგულარული ჩემპიონატი დასრულდა. სეზონის ბოლო შეხვედრა ჩაატარა სანდრო მამუკელაშვილის სან ანტონიომ, რომელმაც დეტროიტ პისტონსს უმასპინძლა და 123:95 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების მძიმე ფორვარდი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 26 წუთი გაატარა. სანდრო ახლოს იყო მორიგ ორმაგ დუბლთან –  მან 18 ქულა, 8 მოხსნა (2 შეტევაში) და 1 პასი დააგროვა.

მამუკელაშვილმა 7-დან 4 ორქულიანი, 6-დან 3 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. აღსანიშნავია, რომ მამუკელაშვილი ერთხელაც არ დაჯარიმებულა, ბურთი კი სამჯერ დაკარგა. რაც შეეხება შეხვედრას, მისი ბედი ფაქტობრივად პირველ ნახევარში გადაწყდა, როცა სან ანტონიო წინ 23 ქულით გავიდა. დეტროიტის შემადგენლობაში საუკეთესო ჯეიმს ვაისმენი იყო, რომელსაც ორმაგი დუბლი – 21 ქულა და 18 მოხსნა დააგროვა.

სან ანტონიოში კი ყველაზე შედეგიანი სწორედ სანდრო იყო. საერთო ჯამში, სანდრომ მიმდინარე სეზონში 45 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. საშუალოდ ის 9.4 წუთს თამაშობდა, რა დროშიც 3.8 ქულას, 3.1 მოხსნასა და 1.1 პასს აგროვებდა.

სან ანტონიომ რეგულარულ ჩემპიონატში დასავლეთ კონფერენციაში მე-14 ადგილი დაიკავა. გრეგ პოპოვიჩის 82 მატჩიდან 22 მოიგო და დასავლეთ კონფერენციაში მხოლოდ პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსს აჯობა.