საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

მამუკელაშვილს ორმაგ დუბლამდე 2 ქულა დააკლდა

მამუკელაშვილს ორმაგ დუბლამდე 2 ქულა დააკლდა

ამაღამ ამერიკის სტუდენტური ლიგა იწყება, რომელშიც 3 ქართველი – სანდრო მამუკელაშვილი (სეტონ ჰოლი), ვილი ისიანი (დეტროიტ მერსი ტიტანსი) და დავით აფხაზავა (სამხრეთ იუტა) იასპარეზებენ. გუშინ კი საგამოფენო მატჩი გამართა მამუკელაშვილის “სეტონ” ჰოლმა, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ კონფერენციაში – “ბიგ ისთში” იასპარეზებს.

“სეტონ ჰოლმა” სტუმრად “ბოსტონის კოლეჯს” 76:62 სძლია, მამუკელაშვილს კი თავისი გუნდიდან ყველაზე მეტი დრო – 33:17 წუთი დაეთმო.
ქართველმა ლეგიონერმა 8-დან 3 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი კი ააცილა და 8 ქულას 13 მოხსნა (5 შეტევაში) და 2 პასი წაამატა.

სანდროს პასივში 2 დაკარგვა ჰქონდა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 3-ჯერ დაჯარიმდნენ. სათქმელია ისიც, რომ ჩვენებურის მოედანზე ყოფნის პერიოდში სტუმრებმა მასპინძლებზე 14 ქულით მეტი ჩააგდეს.

“სეტონ ჰოლს” აშშ-ს კოლეჯების ლიგაში პირველი ოფიციალური მატჩი 6 ნოემბერს ელის, როდესაც “ვაგნერს” ეთამაშება.