მამუკელაშვილს ვილანოვასთან მეორედ წაგებულ მატჩში ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა

მამუკელაშვილს ვილანოვასთან მეორედ წაგებულ მატჩში ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა

ამერიკის სტუდენტურ ლიგაში მორიგი მატჩი გამართა სანდრო მამუკელაშვილის სეტონ ჰოლმა. ქართველი ლეგიონერის გუნდი ზედიზედ მეორედ დაუპირისპირდა Big East-ისა და სრულიად NCAA-ის ფავორიტ “ვილანოვას” და კვლავ წააგო. თუკი წინა მატჩში სეტონჰოლელი მეკობრეები 2 ქულით დამარცხდნენ, ამჯერად 8 ქულა დათმეს – 72:80

ქართველმა ფორვარდმა სასტარტო ხუთეულში დაიწყო და გუნდს 12 ქულა, 9 მოხსნა და 3 პასი მოუტანა. სეტონ ჰოლის რიგებში 12-12 ქულა ჰქონდათ მაილს კეილსა და ჯარედ როდენსაც. ვილანოვას რიგებში 23 ქულით საუკეთესო იყო ჯერემაია რობინსონ-ირლი, ვინც სანდროს კონკურენტია საუკეთესო ფორვარდისთვის განკუთვნილ კარლ მელოუნის სახელობის პრიზის მოსაპოვებელ ბრძოლაში. 

სეტონ ჰოლს 9-8 ბალანსი აქვს, ბილანოვას კი – 11-1 და კონფერენციაში პირველ ადგილზეა. 4 თებერვალს (04:00 თბილისის დროით) სეტონ ჰოლი პროვიდენსს ესტუმრება.