მანუჩარ მარკოიშვილი: euroleague.net-ის დღევანდელი ბლოგერი

მანუჩარ მარკოიშვილი: euroleague.net-ის დღევანდელი ბლოგერი

ევროპის ყველაზე პრესტიჟულ და წარმომადგენლობით ტურნირ ევროლიგის ოფიციალური ვებ–გვერდის სტუმარი იტალიური „კანტუს“ ქართველი უკანახაზელი მანუჩარ მარკოიშვილი გახლდათ. euroleague.net-ს სპეციალური ბლოგი აქვს, სადაც სხვადახვა ცნობილი კალათბურთელები მიმდინარე ტურნირთან დაკავშირებით საკუთარ შეხედულებებს აფიქსირებენ. დღეს, 5 დეკემბერს, აღნიშნული განყოფილების ბლოგერად მარკოიშვილი მოგვევლინა, რომელმაც აი, რა დაწერა:
 
– მოგესალმებით ევროლიგის ფანებს! ჩემთვის დიდი პატივია, რომ მეძლევა შესაძლებლობა, აღნიშნულ ბლოგზე კვლავ გამოვხატო ჩემი აზრები. თუმცა ეს არაა იოლი, მით უფრო ეხლა, როცა ტურნირში დარჩნის ბოლო შანსს ვებღაუჭებით. ჩვენ არ გაგვიმართლა, არაერთი მოთამაშე დაგვიშავდა. ჯერ იყო და ჯერი სმიტი გამოგვაკლდა, შემდეგ მარკო შეკიჩი და პიეტრო არადორი, რომელიც ევროლიგაში ჩვენი გუნდის ბომბარდირი იყო. იღბალმა ზურგი გვაქცია ორ პრინციპულ მატჩში, რომელიც ბოლო წამებზე დავთმეთ. პირველი მატჩი ლიუბლიანაში „ოლიმპიასთან“ წავაგეთ, შემდეგ კი შინ – „პანათინაიკოსთან“. ორივე შემთხვევაში გამარჯვების რეალური შანსი გვქონდა, მაგრამ გადამწყვეტი სროლები ავაცილეთ.
 

 
ბერძნულ გრანდთან შეხვედრაში 6 ქულით ვლიდერობდით და მატჩის დასრულებამდე 3 წუთი იყო დარჩნილი, თუმცა დიმიტრის დიამანტიდისმა გადაწყვიტა, თამაში საკუთარ თავზე აეღო და ამისთვის მან ლიდერის საუკეთესო თვისებები გამოიყენა. სამქულიანი სროლების ოსტატის, მიხაელ ბრამოსის  დახმარებით მან მატჩში გარდატეხის შეტანა მოახერხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება ათენში წაიღო.
 
წინა კვირაში ჩევნ დიდი სხვაობით დავმარცხდით მოსკოვის რეგიონის გუნდ „ხიმკისთან“. მასპინძლებმა ისეთი მაღალი შედეგიანობით ესროლეს სამქულიანები, რომ ისინი მოგებას იმსახურებდნენ. საკუთარ თავს ხშირად ვეკითხები, რატომ ისვრიან ჩვენი გუნდის მეტოქეები შედეგიანად შორი დისტანციიდან. ალბათ ყველაფერი იღბლის ბრალია, რომელიც ჩვენს გუნდს არ სწყალობს.
 
ტოპ 16-ში გასვლის მცირე შანსი ჯერაც გვაქვს. ტურნირში დასარჩენად მაქსიმუმის გაღება მოგვიწევს. ხუთშაბათს მადრიდის „რეალი“ გვსტუმრობს. აღმაფრთოვანებელია ისეთი გუნდის წინააღმდეგ თამაში, რომელსაც ევროპის საკალათბურთო ისტორიის შექმნაში ამხელა წვლილი მიუძღვის. თანაც „კანტუ“–„რეალის“ დაპირისპირებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით უყურებენ, რადგან ეს იქნება ტურის ცენტრალური მატჩი. ბოლოს ცენტრალურ მატჩში მონაწილეობა წინა სეზონში მივიღე, როცა „კანტუმ“ ფიცხელ ბრძოლაში დაამარცხა „კახა ლაბორალი“ და მაშინ განცდილი სიხარული არასდროს დამავიწყდება.
 

 
უნდა ვაღიარო, რომ არ ვიცოდი, რომ „რეალსა“ და „კანტუს“ ყველაზე მეტი ევროტიტულები აქვთ მოგებული ბოლო 50 წლის მანძილზე. ეს ინფორმაცია ჩვენი გუნდის ასისტენტმა მწვრთნელმა ნიკოლა ბრიენამ მომაწოდა, როცა პირველ წრეში „რეალს“ მადრიდში ვესტუმრეთ. ეს მომენტი დამატებით მოტივაციას ანიჭებს ჩვენი გუნდების ხვალინდელ შეხვედრას.
 
მიუხედავად იმისა, რომ ტრავმის გამო წამყვანი მოთამაშეები გვაკლია, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამ მატჩის მოსაგებად. ეს “კანტუს” ბოლო შანსია, რათა ევროპის ყველაზე ძლიერ ტურნირში თავი შევინარჩუნოს. ასე რომ, წინ დიდი ბრძოლაა.
 
კეთილი სურვილებით,
მანუჩარ მარკოიშვილი – იტალია
ოთხშაბათი, 5 დეკემბერი, 2012 წელი
 
A ჯგუფი
რეალი                                     6          2          671      602      69
პანათინაიკოსი                      5          3          602      589      13
ხიმკი                                       5          3          603      603      0
ფებერბაჰჩე                            4          4          595      600      -5
ოლიმპია                                2          6          588      645      -57
კანტუ                                     2          6          563      583      -20
 
დარჩენილი მატჩები
6 დეკემბერი
კანტუ – რეალი
13 დეკემბერი
ფენერბაჰჩე – კანტუ