მანუჩარ მარკოიშვილი ევროლიგას მიუახლოვდა

მანუჩარ მარკოიშვილი ევროლიგას მიუახლოვდა

გასულ ორშაბათს მანუჩარ მარკოიშვილმა ჩვენს ვებ-გვერდთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი გუნდის უახლოეი და უმთავრესი მიზანი ევროლიგაში მოხვედრსაა. ამ მიზნამდე კანტუელებს ერთი ნაბიჯიღა აშორებთ. ევროლიგის საკვალიფიკაციო ტურნირის ნახევარფინალურ მატჩში მარკოიშვილის გუნდმა ჩეხური „ნიმბრუკი“ 89:83 დაამარცხა და მიზნის მიღწევამდე ერთი გამარჯვება აშორებს.
 
საკვალიფიკაციო ტურნირში 8 გუნდი მონაწილეობდა, ხოლო ევროლიგის საგზური მხოლოდ საუკეთესოს შეხვდება. მეორე ნახევარფინალურ მატჩში ფრანგულმა „ლე მანმა“ რუსული „უნიკსი“ დაამარცხა და ფინალისტთა ვინაობაც გაირკვა. ევროლიგაში მოსახვედრად „ლე მანი“ და „კანტუ“ შეხვდებიან. მატჩი 28 სექტემბერს, საღამოს 22:30 გაიმართება.
 
რაც შეეხება „კანტუსა“ და „ნიმბრუკის“ ნახევარფინალურ მატჩს, ძალიან საინტერესოდ და „დაძაბულად“ წარიმართა. პირველი ტაიმი 1 ქულით დათმო (43:44), გადამწყვეტი კი თამაშის მე-3 მეოთხედი აღმოჩნდა, რომელიც “კანტუმ” 25:13 მოიგო. საბოლოოდ, მარკოიშვილის კლუბმა 89:83 იმარჯვა, ქართველი კალათბურთელი კი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და 23:30 წუთში 8 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა.
 
ქართველმა ფორვარდმა 4-დან 2 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, სამჯერ დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 4-ჯერ დაირღვა.ჯანტუელთა შორის 18 ქულით საუკეთესო პიეტრო არადორი გახლდათ, ჯერი სმიტმა 16 ქულა ჩააგდო, ხოლო ჯეფ ბრუკსი 13 ქულას დასჯერდა.
 
შეგახსენებთ, რომ საკვალიფიკაციო ეტაპის გამარჯვებული ევროლიგის A ჯგუფში მოხვდება, სადაც უკვე არიან თურქული „ფენერბაჰჩე“, მოსკოვის „ხიმკი“, ლიუბლიანის „ოლიმპია“, მადრიდის „რეალი“ და ათენის „პანათინაიკოსი“. აქვე გეტყვით, რომ ვიქტორ სანიკიძის „სიენა“ B ჯგუფშია ფრანგულ „შალონთან“, პოლონურ „პროკომთან“, გერმანულ „ალბაწთან“, ესპანურ „უნიკახასთან“ და გიორგი შერმადინის „მაკაბისთან“.
 
“კანტუ” – “ნიმბრუკი VIDEO: http://www.euroleague.tv/video/id/2066681/name/Qualifying_round_Mapooro_Cantu_downs_CEZ_Nymburk