მანუჩარ მარკოიშვილი ევროლიგაში ითამაშებს

მანუჩარ მარკოიშვილი ევროლიგაში ითამაშებს

მანუჩარ მარკოიშვილი ევროლიგაში ითამაშებს. ქართველი უკანახაზელი ევროპის ყველაზე პრესტიჟულ და ძლიერ საკლუბო ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას. მარკოიშვილის „კანტუმ“ ევროლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ მატჩში ფრანგული „ლე მანი“ 80:66 დაამარცხა.
 

 
ასე და მგვარად, ევროლიგაში მესამე ქართველი ითამაშებს. ჯგუფურ ეტაპზე გარანტირებული ჰქონდათ თამაში გიორგი შერმადინის „მაკაბის“ და ვიქტორ სანიკიძის „სიენას“, რომელთა რიცხვსაც მანუჩარ მარკოიშვილის „კანტუც შეუერთდა.
ქართველი კალათბურთელი ტრადიციულად კანტუელთა სასტარტო ხუთეულში იყო და 30:35 წუთში 10 ქულა, 4 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 3 პასი მოაგროვა. მანუჩარმა 12-დან 3 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 3-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, ოთხჯერ დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები ხუთჯერ დაირღვა.
 
„კანტუს“  რიგებში 10-ქულიან ზღვარს ლუნენი (15), არადორი (12) და კუზინი (11) გადასცდნენ, ხოლო “ლე მანის” მხრიდან ბატისტა (15) და ვიქტორი (11) გამოირჩნენ.შეგახსენებთ, რომ ამ გამარჯვების წყალობით, “კანტუ” ევროლიგის A ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები რუსული “ხიმკი”, თურქული “ფენერბაჰჩე”, ბერძნული “პანათინაიკოსი”, ესპანური “რეალი” და სლოვენიური “ოლიმპია” იქნებიან.