მანუჩარ მარკოიშვილი მატჩის გმირი გახდა

ულების თასზე მორიგი შეხვედრა ჩაატარა ბ.კ. კიევმა, რომლის რიგებშიც საქართველოს ნაკრების წევრი მანუჩარ მარკოიშვილი თამაშობს. საკუთარ მოედანზე უკრაინულმა  კლუბმა ფრანგული “პო-ორტეზი” იოლად, 91:55 დაამარცხა და თავის ჯგუფში სამიდან სამი მოგებით ლიდერობს.
მანუჩარმა არაჩვეულებრივი შეხვედრა ჩაატარა. მან თამაშიდან 17-ში 11 სროლა გამოიყენა და 7 სამქულიანიდან მხოლოდ 2 გააფუჭა. საბოლოოდ, მარკოიშვილმა 25 ქულას მოუყარა თავი და 25 ბონუს ქულით საუკეთესო გახდა.

მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.