მანუჩარ მარკოიშვილი მოედანს გამარჯვებით და ბომბარდირობით დაუბრუნდა

მანუჩარ მარკოიშვილი მოედანს გამარჯვებით და ბომბარდირობით დაუბრუნდა

5-თვიანი იძულებითი შესვენების შემდეგ, საქართელოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, სტამბოლის “გალათასარაის” უკანახაზელი მოედანს დაუბრუნდა. დაბრუნებაცაა და დაბრუნებაც – ისეთი ხანგრძლივი დროით უქმობის შემდეგ, რაც მარკოიშვილს ტრავმის გამო მოუხდა, პირველივე მატჩში საუკეთესო მოთამაშედ აღიარება დიდი ამბავია. მარკოიშვილი მოედანს და “გალათასარაის” ევროლიგის, ყუბანში გამართულ მატჩში დაუბრუნდა და სტამბოლელებს “ლოკომოტივის” დამარცხებაში უდიდესი დახმარება გაუწია

მატჩი უპრინციპულესი მნიშვნელობის გახლდათ. “გალათასარაის” უპირველესი კონკურენტი ევროლიგის მეორე ჯგუფიდან პლეი ოფში გასვლის საქმეში სწორედ “ლოკომოტივია”, რომელიც ცხრილში სტამბოლელების წინ, მე-5 ადგილზე იყო. პლეი ოფში კი ჯგუფის 8 გუნდიდან საუკეთესო 4 გადის. მარკოიშვილის გუნდმა დიდებულად ჩაატარა მატჩი და დააბულ ბრძოლაში, 1 ქულის სხვაობით – 67:66 მოიგო. ამ გამარჯვებით “გალათასარაი” 4 მოგებითა და 6 წაგებით “ლოკომოტივს” გაუთანაბრდა.
ყუბანში გამართულ მატჩში მარკოიშვილს არაფერი ეტყობოდა იმისა, რომ ბოლო 5 თვეა, მოედანზე არ გასულა. ქართველმა ლეგიონერმა 32:26 წუთი ითამაშა და საერთო სარგებლიანობის კოეფიციენტით (17) თანაგუნდელ კარლოს აროიოსთან ერთად სტამბოლელთაგან საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.
მარკოიშვილმა 2-სან 2 ორქულიანი და 8-დან 5 სამიანი ჩააგდო და შეხვედრა 19 ქულით დაასრულა, რასაც 3 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაყოლა. ზემოთნახსენებმა კარლოს აროიომ 33 წუთში 14 ქულა, 4 პასი და 3 მოხსნა დააგროვა. ლოკომოტიველთაგან მარკოიშვილის დარად 19 ქულა დაგროვა დერიკ ბრაუნმა, ევროპის ჩემპიონატის ვერცხლისმედალოსანმა, ლიტველმა მანტას კალნიეტისმა კი ყუბანელებს 14 ქულა შესძინა.
ევროლიგა. ტოპ-16

ჯგუფი F

ბურთების

შეფარდება

+/-
ცსკა

9

1

844

711

133
რეალი

8

2

859

750

109
მაკაბი

7

3

799

768

31
ბაიერნი

5

5

734

771

-37
ლოკომოტივი

4

6

772

784

-12
გალათასარაი

4

6

763

783

-20
პარტიზანი

2

8

676

784

-108
ჟალგირისი

1

9

751

847

-96