მანუჩარ მარკოიშვილი უკრაინაში გააგრძელებს კარიერას

კლუბი გამოიცვალა საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა მანუჩარ მარკოიშვილმა, რომელიც დამდეგი სეზონიდან უკრაინის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდში, “ბ.კ. კიევში” გააგრძელებს კარიერას. კონტრაქტის პირობები დასაზუსტებელია.მარკოიშვილი გასულ სეზონში სლოვენიაში, “ოლიმპიაში” თამაშობდა და ერთ მატჩში საშუალოდ ევროლიგაზე 10.8 ქულას, 2.9 მოხსნასა და 1.4 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.უკრაინაში მანუს თავისი ყოფილი დამრიგებლის, ტომო მაჰორიჩის ხელმძღვანელობით თამაში მოუწევს.