მანუჩარ მარკოიშვილიმა კიევს მოაგებინა

ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა ულების თასზე მანუჩარ მარკოიშვილის ბ.კ. კიევმა, რომელმაც საკუთარ მოედანზე 79:67 რიგის ასკ დაამარცხა.საქართველოს ნაკრების უკანახაზელი ერთ-ერთი საუკეთესო იყო ორივე გუნდის შემადგენლობაში და შეხვედრა +13 ნაყოფიერების კოეფიციენტით ჩაამთავრა. მის ანგარიშზე 12 ქულა, 3 მოხსნა (2 შეტევაში) და 2 შედეგიანი გადაცემა იყო. მანუჩარის გუნდი თავის ჯგუფში პირველ ადგილზე იმყოფება.

მატჩის სატისტიკას აქ ნახავთ.