მანუჩარ მარკოიშვილის გუნდი ულების თასზე დამარცხდა

ულების თასის საფლეიოფო შეხვედრაში მანუჩარ მარკოიშვილი და მისი “კიევი” პირველ მატჩში საკუთარ მოედანზე “ტუროვთან” 59:71 დამარცხდნენ.

“კიევმა” საშუალო სროლების მხოლოდ 35 პროცენტი გამოიყენა და მატჩი 15 შეცდომით დაასრულა, მაშინ, როდესაც მისმა მეტოქემ მატჩი ოდენ 9 შეცდომით ჩაამთავრა.
რაც შეეხება მარკოიშვილს, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა მატჩი 30 წუთში 12 ქულით, 3 მოხსნითა და 2 შეცდომით დაასრულა. მარკოიშვილი ოთხჯერ დაჯარიმდა და მასზე კი მეტოქემ 2 ფოლი მიიღო.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.
ულების თასის საფლეიოფო შედეგებს აქ იხილავთ.