მანუჩარ მარკოიშვილის გუნდი ულების თასზე შემდეგ ეტაპზე გავიდა

მეორე მატჩიც თავის სასარგებლოდ დაასრულა ულების თასზე მანუჩარ მარკოიშვილის “კიევმა” და შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა. “კიევმა” საკუთარ მოედანზე “ოსტენდე” 68:60 დაამარცხა.

მანუჩარ მარკოიშვილი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა და საბოლოოდ, 21 წუთში 3 ქულა, 4 მოხსნა, 1 ჩაჭრა, 1 დაფარება და 1 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. მან თამაშიდან ექვსივე სროლა გააფუჭა. ორივე გუნდში 17 ქულით ყველაზე შედეგიანი იყო “კიევის” კაპიტანი არტურ დროზდოვი.
“კიევმა” მოიგო სერია 2:0.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.
ულების თასის ტექნიკურ შედეგებს აქ იხილავთ.