მანუჩარ მარკოიშვილის გუნდმა ულების თასზე მეოთხე გამარჯვება მოიპოვა

აგრძელებს წარმატებულ გამოსვლას ულების თასზე მანუჩარ მარკოიშვილის “კიევი”, რომელმაც მორიგ შეხვედრაში საკუთარ მოედანზე “არტლანდ დრაგონზი” დაამარცხა 87:66. თუ პირველ ნახევარში ასე თუ ისე თანაბარი თამაში მიდიოდა, დიდი შესვენების შემდეგ მასპინძლებმა რამდენიმე გაქცევით სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს და საბოლოოდ, დიდი ანგარიშითაც იმარჯვეს.
მარკოიშვილი ამჯერად სათადარიგოებში იყო და 16 წუთში საკმაოდ პროდუქტიულადაც ითამაშა. მან 5 სამქულიანიდან 3 გამოიყენა და შეხვედრა 12 ქულითა და 3 მოხსნით დაასრულა. საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის მარგი ქმედების კოეფიციენტი ათს გაუტოლდა.

5 შეხვედრის შემდეგ მანუს “კიევი” 4 მოგებით პირველ ადგილზე იმყოფება თავის ჯუფში, რაშიც საკმაოდ დიდი წვლილი მარკოიშვილს აქვს შეტანილი.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.