მანუჩარ მარკოიშვილის გუნდმა ულების თასზე მორიგი გამარჯვება მოიპოვა

მერვე შეხვედრაში მეექვსე გამარჯვება მოიპოვა მანუჩარ მარკოიშვილის “კიევმა”, რომელმაც ულების თასზე გასვლაზე 73:63 ფრანგული “პო-ორტეზი” დაამარცხა.
საქართველოს ნაკრების წევრის ანგარიშზე 11 ქულა იყო. ამდენივე ქულა შემატა გუნდს “კიევის” ერთ-ერთმა ლიდერმა არტურ დროზდოვმა, ხოლო ყველაზე შედეგიანი კი გამარჯვებულ გუნდში 18 ქულით მაკედონიელი რაიან სტეკი გახლდათ.

“კიევმა” დათმო პირველი მეოთხედი 13:17, რის მერეც გავიდა წინ და პირველი ნახევარი 40:28 მოიგო. ამის შემდეგ მასპინძლებმა მოახერხეს ანგარიშში სხვაობის მინიმუმამდე (49:50) შემცირება, თუმცა დასკვნით წუთებში მარკოიშვილმა და მარკუს ფაისონმა მნიშვნელოვანი ქულები დააგროვეს და “კიევმაც” შეხვედრა გამარჯვებამდე მიიყვანა.
სატურნირო მდგომარეობაH ჯგუფი
1. კიევი 6:2 +682. ბენეტონი 5:3 +503. ტამოილი 5:3 +584. არტლენდი 4:4 –545. რიგა 3:5 06. პო-ორტეზი 1:7 -123