მანუჩარ მარკოიშვილის “კანტუმ” “არმანი ჯინსს” მოუგო

მანუჩარ მარკოიშვილის „კანტუმ“ იტალიური სერია A–ს მორიგ ტურში გამარჯვება იზეიმა. საქართველოს ნაკრების უკანახაზელის გუნდი შინ მილანის „არმანი ჯინსს“ შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში 64:59 მოუგო.
შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა, თანაბარ ორთაბრძოლაში საბოლოოდ გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ. მარკოიშვილმა მოედანზე 22 წუთი დაჰყო, რომლის განმავლობაშიც 7 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი დააგროვა.
მარკოიშვილმა 6 საშუალო მანძილიდან განხორციელებული სროლიდან 2 ცააგდო, ხოლო 3 ცდიდან 1 სამქულიანი ჩააგდო.
ამ გამარჯვებით „კანტუმ“ მეხუთე ადგილზე აინაცვლა, თუმცა ამაღამ დანარჩენ გუნდებსაც უწევთ თამაში და ცხრილიც სავარაუდოდ შეიცვლება.