მანუჩარ მარკოიშვილის კიევი უკრაინის თასის ფინალში დამარცხდა

უკრაინის თასის ფინალში მანუჩარ მარკოიშვილის “კიევი” მარიუპოლის “აზოვმაშთან” 63:73 დამარცხდა და ერთი სეზონის წინ მოპოვებული ტიტული ვერ დაიცვა.

საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის ანგარიშზე 18 წუთში არცერთი ქულა არ იყო – მან თამაშიდან ხუთივე სროლა გააფუჭა.  მანუმ მატჩი 2 ჩაჭრით, 1 მოხსნითა და 1 შედეგიანი გადაცემით დაასრულა.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.