მანუჩარ მარკოიშვილის კიევმა სუპერფინალი მოგებით დაიწყო

წარმატებით დაიწყო სუპერფინალური სერია მანუჩარ მარკოიშვილის “კიევმა”, რომელმაც ფინალური სერიის პირველ შეხვედრაში საკუთარ მოედანზე არტურ დროზდოვისა (26 ქულა, 7 მოხსნა, 6 – შეტევაში) და პუ ჯიტერის (28 ქულა, 4 შედეგიანი გადაცემა) კარგი თამაშით “აზოვმაში”  91:72 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის ანგარიშზე 25 წუთში 8 ქულა იყო. მან 3 ორქულიანიდან 1 გამოიყენა და 3 სამიანის შესრულებისას მხოლოდ ერთხელ შეცდა.
მარკოიშვილის ანგარიშზე ასევე 3 შედეგიანი გადაცემა, შეტევაში გაკეთებული 2 მოხსნა (სულ – 2) და 2 შედეგიანი გადაცემა იყო.
მოწინააღმდეგის შემადგენლობაში 17 ქულით ყველაზე შედეგიანი პანაიოტის ლიადელისი იყო.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.
სერია: 1:0.