მანუჩარ მარკოიშვილმა კანტუს 11 ქულა შეაშველა

მანუჩარ მარკოიშვილმა კანტუს 11 ქულა შეაშველა

მანუჩარ მარკოიშვილის 11 ქულა და „კანტუს“ მორიგი გამარჯვება იტალიის ჩემპიონატში. კანტუელებმა „ვირტუსს“ უმასპინძლეს და 15 ქულის სხვაობით – 79:64 დაამარცხეს.
 
კანტუელებმა პირველი ტაიმი 38:39 წააგეს, თუმცა დიდი შესვენების შემდეგ  თამაში გამოასწორეს და მეტოქეს წარმატების შანსი აღარ დაუტოვეს. ზედიზედ სამ მატჩში 19 ქულის ჩაგდების შემდეგ მარკოიშვილმა შედეგიანობას უკლო და 11 ქულა მიივალა.  ქართველმა უკანახაზელმა 24 წუთი ითამაშა და 4-დან 1 ორქულიანი, 4-დან 2 სამიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგო. 11 ქულასთან ერთად 3 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. კანტუელთაგან საუკეთესო მარგი ქმედების კოეფიციენტი (26) მაარტენ ლუნენს ჰქონდა, ვის შემდეგ 13-13 ერთეულით მარკოიშვილი და პიეტრო არადორი მოდიან.
 
„კანტუს“ 11 გამარჯვების წილ 4 მარცხი აქვს და ცხრილში მე-4 ადგილზეა. მე-15 ტურის ბოლო შეხვედრა ხვალ გაიმარება, რომელშიც ვიქტორ სანიკიძის „სიენა“ სტუმრად „დინამო სასარის“ დაუპირისპირდება.