მანუჩარ მარკოიშვილმა სამიზნე გაისწორა

მანუჩარ მარკოიშვილმა სამიზნე გაისწორა

     იტალიის სერია A
მანუჩარ მარკოიშვილის გუნდმა იტალიის ჩემპიონატის მორიგ ტურში სტუმრად „ტერამო“ 96:69 დაამარცხა. ეროვნული ნაკრების მსროლელმა 19 წუთში 16 ქულა, 2 პასი, 1 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. მანუჩარმა 9-დან 5 ორქულიანი და 3-დან 2 სამიანი ჩააგდო და თავისი გუნდის გამარჯვბაში მნიშვნელოვანი წვლილი დაიდო.
 
„კანტუ“ სერია A-ში II-III ადგილებს იყოფს „არმანი ჯინსთან ერთად. 10 გამარჯვებით მე–5 ადგილზეა ვიქტორ სანიკიძის „კანადიან სოლარი“, რომელმაც ამ ტურში შინ დიდი ბრძოლა გადაიტანა და საბოლოოდ მხოლოდ ქულით (71:70) იმარჯვა „სკავოლინისთან“. 
 
სანიკიძემ 13 წუთით ითამაშა და 12 ქულის მოპოვება მოახერხა. ვიქტორმა 4-დან 3 ორქულიანი, 2-დან 1 სამიანი და 6-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. 12 ქულასთან ერთად სანიკიძეს 2 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 პასი დაუგროვდა. 
 

 
 
 
   ესპანური პრიმერადივიზიონი
მაღალ დონეზე ითამაშა და თავი გამოიჩინა ქართულპასპორტიანმა ტაირონ ელისმა, ვისმა „ესტუდიანტესმაც“ შინ ნიკოლოზ ცქიტიშვილის „ლაგუნ არო“ 88:81 დაამარცხა. ელისმა 27 წუთს ითამაშა და 19 ქულა მოინაგრა. ტაირონი თითქმის შეუცდომლად ისროდა. მან 5-დან ხუთივე სამქულიანი ჩააგდო, რასაც ერთხელ და ისიც ზუსტად გასროლილი ორიანი მოაყოლა. საჯარიმოს ხაზიდან კი ტაირონმა 4-დან მხოლოდ 2 ჩააგდო. 19 ქულასთან ერთად ელისს თითო პასი და მოხსნა დაუგროვდა.
 
ნიკოლოზ ცქიტიშვილმა 7,20 წუთი ითამაშა და ამ ხნის მანძილზე მხოლოდ 2 მოხსნის მოგროვება შეძლო. „ესტუდიანტესი“ ცხრილში მე-12 ადგილზეა, ხოლო „ლაგუნ არო“ მე-14-ზე დაეშვა.