მანუჩრ მარკოიშვილი სუპერლიგის გუნდ “ტიტებს” გაწვრთნის

მანუჩრ მარკოიშვილი სუპერლიგის გუნდ “ტიტებს” გაწვრთნის

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი, ახლო წარსულში ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი კალათბურთელი, მანუჩარ მარკოიშვილი სუპერლიგის კლუბ “ტიტებს” გაწვრთნის. მარკოიშვილი გასულ სეზონშიც “ტიტების” სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა, თუმცა ძირითადად კონსულტანტის ფუნქციას ასრულებდა. დღეს კი “ტიტების” ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე გუნდის პრეზიდენტისა და მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლაშა გამყრელიძის ნაცვლად მარკოიშვილის დანიშვნის შესახებ დაიწერა. 

მარკოიშვილმა სამწვრთნელო კარიერა 1 წლის წინ, მას შემდეგ დაიწყო, რაც თამაშს თავი დაანება. მას ტრავმებმა სათამაშო კარიერის გაგრძელების საშუალება არ მისცეს და როგორც დიდი საკალათბურთო გამოცდილების მქონემ, სამწვრთნელო კარიერა დაიწყო. მანუჩარი ილიას ზუროსის ასისტენტი იყო ეროვნულ ნაკრებში და პარალელურად, “ტიტებში” მუშაობდა. ახალი სეზონიდან ის ამ კლუბის მთავარი მწვრთნელი იქნება.