მარგვეთის 17 სამქულიანი და დამაჯერებელი გამარჯვება ქუთაისთან

მარგვეთის 17 სამქულიანი და დამაჯერებელი გამარჯვება ქუთაისთან

სანამ ზესტაფონში გადაბარგდებოდეს, “მარგვეთი” თბილისში ყოჩაღობს. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა უშუალო კონკურენტი, ამჟამად ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფი, თუმცა დიდი ალბათობით, ბევრად შორს წამსვლელი “ქუთაისი” დაამარცხა. ქუთაისი, ტიტები, მარგვეთი – ამ რეალობაში ეს 3 გუნდი იბრძვის საიმისოდ, რომ რეგულარულ ჩემპიონატში ბოლოსწინა ადგილზე გასვლა აირიდოს და უმაღლესში ადგილის შესანარჩუნებლად “ა” ლიგის ფინალისტთან საკვალიფიკაციო ბატალიები არ დასჭირდეს. ქუთაისი 2 მეტოქეზე ქულით წინ იყო და მარგვეთმა დღევანდელი გამარჯვებით ტიტებს გაასწრო და ქუთაისელებს გაუთანაბრდა.

რის ხარჯზე მოიგო მარგვეთმა? პასუხი ერთმნიშვნელოვანია – სამქულიანებით. ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა 17 შორი სროლა ჩააგდო, რითაც ქუთაისი, რომელიც პირველ ნახევარში მეტოქეს ტოლს არ უდებდა, წელში გატეხა. ტიბიას ჰოვარდმა 3-ში 3 სამიანი ჩააგდო, ზაკ უოლტონმა 9-დან 5. ერთი სიტყვით, თანაბარი პირველი ნახევრის შემდეგ, როცა მარგვეთელებმა მიზანი საბოლოოდ გაისწორეს, ქუთაისმა უშანსოდ წააგო.

საბოლოოდ თამაში ისე დასრულდა, რომ მოედანზე ვითარება არ დაძაბულა. მარგვეთმა ქუთაისი 93:74 (სტატისტიკა) დაამარცხა და ახლა ორივე გუნდს 6-6 მოგება აქვს. მარგვეთში უოლტონი იყო საუკეთესო – 22 ქულა, 8 მოხსნა, 5 პასი. 17-17 ქულა დააგროვეს მარქუს გილსონა და ოთო ბულიავამ. ტობიას ჰოვარდის ანგარიშზე 13 ქულა დაგროვდა. ქუთაისელთაგან 22 ქულით ეროვნული ნაკრების წევრი კახა ჯინჭარაძე გამოირჩა. 12 ქულა ჯარვის რეიმ მიითვალა.