მარკიზ ჰაინსი სტაბილურობას ინაჩუნებს

მარკიზ ჰაინსი სტაბილურობას ინაჩუნებს

ესპანეთის ჩემპიონატის მეორე ტურში ტორინ გრინისა და მარკიზ ჰაინსის „გრან კანარიამ“ შინ „კახა ლაბორალთან“ 68:77 წააგო. საქართველოს ეროვნული ნაკრების ამერიკელმა წევრებმა კარგად ითამაშეს, თუმცა ჰაინსის შედეგი მართლაც რომ გამორჩეულია.
 
მარკიზ ჰაინსი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 28,26 წუთში 18 ქულა, 5 პასი, 1 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. ჰაინსმა 5-დან 4 ორქულიანი ჩააგდო და ზუსტად ასეთი წარმატებით სტყორცნა საჯარიმოები. რაც შეეხება შორ სროლებს, მარკიზმა 6 ცდიდან 2 სამქულიანი ჩააგდო. საერთო სარგებლიანობის კოეფიციენტით ჰაინსს კანარიელთაგან მხოლოდ სპენსერ ნელსონმა აჯობა, რომელმაც 22 წუთში 20 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა.მატჩის საუკეთესო მოთამაშე კი „კახა ლაბორალის“ წევრი მირზა ტელეტოვიჩი გახდა 24 ქულითა და 8 მოხსნით.
 

მარკიზ ჰაინსის შეჩერებას მირზა
ტელეტოვიჩი ცდილობს
 
რაც შეეხება მეორე ქართულქასპორტიან ამერიკელ ტორინ გრინს, იგი სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო თამაშში და მოედანზე 26 წუთი გაატარა. გრინმა 6 ქულა და თითო მოხსნა, პასი და ჩაჭრა მიითვალა.
 
მომდევნო ტურში, 16 ოქტომბერს, „გრან კანარია“ „მურსიას“ უმასპინძლებს.