მარკიზ ჰეინსი ბომბარდირია, “გრან კანარია” კი აგებს

მარკიზ ჰეინსი ბომბარდირია, “გრან კანარია” კი აგებს

2012 წელს გამართული მეორე შეხვედრაც წააგო „გრან კანარიამ“. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ნათამაშები კალათბურთელების გუნდი ამჯერად შინ, „ვალენსიასთან“ დამარცხდა – 63:71.
ტორინ გრინს ტრავმის გამო შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია, ხოლო მარკიზ ჰეინსი ხუთეულში იყო და კანარიულ გუნდში ბომბარდირიც გახდა. ჰეინსმა მოედანზე 26 წუთი დაჰყო და ამ ხნის მანძილზე 16 ქულა, 4 ჩაჭრა და 2 პასი მიითვალა. მარკიზმა 9 ცდიდან 4 სამქულიანი, 4 ორიანიდან კი 2 ჩააგდო. კანარიელთაგან 10–ქულიანი ზღვარი ხუან პალაციომაც დაძლია, რომელმაც 14 ქულა მოაგროვა. ვალენსიელთაგან საუკეთესო ნანდო დე კოლო (17 ქულა) გახლდათ, ხოლო რაფა მარტინესმა 16 მოაგროვა.
5 მოგებითა და 10 მარცხით „გრან კანარია“ პრიმერადივიზიონის ცხრილში მე–14 ადგილზეა. მომდევნო მატჩს ჰეინს–გრინის გუნდი 15 იანვარს, შინ „ესტუდიანტესთან“ გამართავს.

მარკიზ ჰაინსი “ვალესნიასთან” ბომბარდირი გახდა