მარკოიშივილის გუნდმა ვირტუსი დაამარცხა, მაგრამ პლეი ოფში ვერ გავიდა

მარკოიშივილის გუნდმა ვირტუსი დაამარცხა, მაგრამ პლეი ოფში ვერ გავიდა

მანუჩარ მარკოიშვილის “რეჯიო ემილიამ” იტალიის სერია “ა”-ს რეგულარული ჩემპიონატი დაასრულა. ბოლო ტურში რეჯიოემილიელებმა ბოლონიის “ვირტუსს” უმასპინძლეს და 104:99 დაამარცხეს. გუნდის წარმატებში მნიშვნელოვანი წვლილი მანუმაც შეიტანა. მარკოიშვილმა 32 წუთი ითამაშა. ხუთიდან ოთხი სამქულიანი, ხუთიდან ორი ორიანი ჩააგდო და მატჩი 16 ქულით, 4 შედეგიანი გადაცემით და 2 მოხსნით დაამთავრა.

ბოლო ტურში მოგების მიუხედავად, “რეჯიო ემილია” პლეი-ოფში ვერ მოხვდა. რეგულარული პირველობა რეჯიოემილიელებმა 13 მოგებითა და 17 მარცხით დაასრულეს. მარკოიშვილისთვის სეზონი დასრულებულია.