მანუჩარ მარკოიშვილის „კანტუ“ პირველი გუნდია, რომელმაც იტალიის ჩემპიონატის ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. კანტუელებმა მესამე მეოთხედფინალური შეხვედრა სტუმრად 75:69 მოუგეს „ვარეზეს“ და სერიაში მშრალი ანგარიშით – 3:0 გაიმარჯვეს.
მარკოიშვილი მოედანზე 13 წუთით გამოჩნდა და შეხვედრა 3 ქულით, 2 პასით,, 2 ჩაჭრით და 1 მოხსნით დაასრულა. მანუჩარმა 5–დან 3 საჯარიმო მიითვალა, ხოლო თითო სამიანი და ორქულიანი ააცილა. კანტუელებს ფინური წარმოშობის ამერიკელმა, მაარტენ ლაუნენმა ულიდერა, რომელმაც 7 ცდიდან 6 სამქულიანი ჩააგდო და 19 ქულა მოაგროვა.
„კანტუ“ ნახევარფინალშია და მეტოქეს ელოდება, რომელიც „არმანისა“ და „დინამო სესარის“ შორის უნდა გამოვლინდეს. არმანელები სერიას 2:1 იგებენ.
სერია B-ში კი წარუმატებლობა შეემთხვა ნიკა მეტრეველის „რიმინის“, რომელმაც მეოთხედფინალური სერია „ვეროლისთან“ დათმო. რიმინელებმა სერიია საწყისი 2 შეხვედრა მოიგეს. თუმცა შემდეგ მიყოლებით სამი მარცხი განიცადეს და მათთვის სეზონიც დასრულდა. სერიის მეხუთე, გადამწყვეტი შეხვედრა რიმინიში გაიმართა და ის სტუმრებმა 85:71 მოიგეს.
მეტრეველი მოედანზე 13 წუთით გამოვიდა და 4–4 ქულა–მოხსნა მოაგროვა. 2–დან 1 ორქულიანი და 2–დან ორივე საჯარიმო ჩააგდო.