მარკოიშვილი ფინალში 100-პროცენტიანი, მაგრამ წაგებულია

მანუჩარ მარკოიშვილს პირველ თურქულ ტიტულამდე ცოტა დააკლდა. „გალათასარაის“ ახალწვეულმა ქართველმა უკანახაზელმა თურქეთის თასის ფინალში შესანიშნავად ითამაშა „ფენერბაჰჩეს“ წინააღმდეგ, თუმცა მისი გარჯა გასამარჯვებლად საკმარისი არ აღმოჩნდა. სატიტულო მატჩი „ფენერბაჰჩემ“ 63:57 მოიგო.
 
ბოლო მეოთხედის წინ „გალათასარაი“ 3 ქულით იგებდა, მაგრამ ლიდერობის შენარჩუნება ვერ მოახერხა და პერიოდის 13:22 წაგების შემდეგ ფინალური მატჩი დათმო. ქართველი კალათბურთელი იყო ერთადერთი, რომელმაც ყველა ტყორცნა ჩააგდო. მარკოიშვილმა 4-დან 4 ორქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 9 ქულა დააგროვა და ჩაროზად 3 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. არადა, მანუჩარმა მოედანზე მხოლოდ 14,26 წუთი გაატარა.  „გალაასარაიში“ საუკეთესო შედეგი ბონიფაც ნდონგმა აჩვენა – 12 ქულა, 6 მოხსნა.