მარკოიშვილი “რეჯიო ემილიას” ევროთასის ტოპ-16-ში შეუძღვა

მარკოიშვილი “რეჯიო ემილიას” ევროთასის ტოპ-16-ში შეუძღვა

მანუჩარ მარკოიშვილის “რეჯიო ემილიამ” ევროთასის ჯგუფის ბოლო ტურში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. იტალიურმა გუნდმა ქართველი უკანახაზელის შედეგიანობის წყალობით მიუნხენის “ბაიერნი” 90:82 დაამარცხა და ევროთასის ჯგუფიდან გავიდა.

მიუნხენელები იტალიაში დაუმარცხებელი გუნდის სტატუსით ჩავიდნენ, თუმცა წაგებების გრაფა მშრალად ვერ შეინახეს. ამაში ერთ-ერთი მთავარი როლი ქართველ უკანახაზელს მიუძღვის, რომელმაც თანაბარი მატჩის ბოლო 2:30 წუთში 6 ქულა ჩააგდო და რეჯიოემილიელთა გამარჯვება განსაზღვრა. 

მანუს სტატისტიკა ასეთი იყო: 28 წუთი, 8 ქულა, 2 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა. მარკოიშვილმა 4-დან 2 ორქულიანი, 7-დან 1 სამიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. მასპინძელთაგან საუკეთესო შედეგი ამადეოო დელა ვალემ დააფიქსირა, რომელმაც 24 ქულა ჩააგდო. “ბაიერნში” 15 ქულით ბრეიდონ ჰობსი გამოირჩა. 

“რეჯიო ემილიამ” 5 მოგება და ამდენივე მარცხი დააგროვა და 6-გუნდიან C ჯგუფში “ბაიერნისა” და “გალათასარაის” შემდეგ მე-3 ადგილზე გავიდა. მარკოიშვილის გუნდი მოხვდა ევროთასის ტოპ-16-ში და შემდეგ 4-გუნდიან ჯგუფში: “ლიმოჟი” (საფრანგეთი), “უნიკსი” (რუსეთი), “ვილერბანი” (საფრანგეთი) და თავად “რეჯიო ემილია”. 

მეორე ჯგუფურ ეტაპზე გუნდები 2 წრედ –  ტურს ითამაშებენ. თამაშები 3 იანვარს დაიწყება და 7 თებერვლამდე გასტანს.